მოდერნისტები
დავით კაკაბაძეკირილე ზდანევიჩიზიგმუნდ ვალიშევსკიილია ზდანევიჩილადო გუდიაშვილივალერიან სიდამონ-ერისთავიმიხეილ ჭიაურელიდიმიტრი შევარდნაძებაჟბეუკ-მელიკოვიალექსანდრე შერვაშიძებენო გორდეზიანიირაკლი გამრეკელიელენე ახვლედიანიპეტრე ოცხელიქეთევან მაღალაშვილიმიხეილ გოცირიძეირინა შტენბერგიკლარა კვესიემმა ლალაევა
ავანგარდული წიგნიპოსტერებიმანიფესტებიჟურნალები, გაზეთები H2SO4- ის გამოცემები თბილისის არტისტული კაფეებიმემკვიდრეობა და მოდერნიზმიტექსტები ხელოვნებაზევიზუალური ისტორიები კინო/საუნდიროგორ და როდის დასრულდა ქართული მოდერნიზმიბიბლიოგრაფია
 
მთავარი მოდერნისტები პეტრე ოცხელი ბიოგრაფია
ბიოგრაფია

პეტრე ოცხელი (1907 – 1937)

პეტრე ოცხელი – ქართული ავანგარდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. ირაკლი გამრეკელთან, კირილ ზდანევიჩთან და სხვა მხატვრებთან ერთად მან ფაქტობრივად მოახდინა რევოლუცია ქართულ სცენისა და კოსტიუმის დიზაინში.

მთავარი პრინციპი, რომელსაც ის ამკვიდრებს: სცენის სივრცული ორგანიზაცია და არა დეკორაციული ფონის შემნა, სამგანზომილებიანი სცენური სივრცისა და ფორმის გეომეტრიზაცია, კონსტრუქციულობა, სისტემურობა და კიდევ ერთი ნიშანი, რომელიც სხვა ქართველი ნოვატორი სცენის დიზაინერებისთვისაცაა სახასიათო, სივრცული ორგანიზაციის საშუალებით ერთდროულობისა და მრავალდროულობის გაერთიანება-გამთლიანება, სივრცის ვერტიკალური კონსტრუირება გეომეტრიული კონსტრუქციების და მათი აბსტრაქტული ურთიერთკავშირების შექმნის საშუალებით. აქედან გამომდინარე, სახვითი ელემენტების მაქსიმალური ეკონომიურობა, და იმგვარი შიდა სისტემის შექმნა, რომელიც განსაზღვრავდა მსახიობის რიტმულ და ორგანიზებულ მოძრაობას.

პეტრე ოცხელთან კონსტრუქტივიზმის ეს იდეოლოგია უმაღლესი მხატვრულობით ხორციელდება.

ამასთან ერთად იგი ძირითადად კოსტიუმის დიზაინში განსაკუთრებული დახვეწილობით უთანხმებს კონსტრუქტივიზმს art deco-ს მხატვრულ პრინციპებს.

თავისებურება პეტრე ოცხელის თეატრის მხატვრობისა – არა მხოლოდ გეომეტრიული აბსტრაჰირება, სახასიათო იგივე რუსული კონსტრუქტივიზმისთვის, არა დადაბლება სახეებისა და მათი სოციალიზაცია ფოლკლორულ-კიჩური ელემენტების შეტანით, რაც ასევე ახასიათებდა იმ დროის რუსულ სცენურ დიზაინს, არამედ კონსტრუქტივიზმისა და art deco-ს განუმეორებელი შეთანხმება განზოგადებასა და პოეტურობასთან. ეს მისი განსაკუთრებული არტისტული თვისებაა, რომლითაც ის გამოირჩევა ქართულ-რუსული ავანგარდული სცენის დიზაინის მთელს სპექტრში.

პეტრე ოცხელი დაიბადა 1907 წელს ქუთაისში. 1913 წლიდან 1920 წლამდე ოჯახთან ერთად ცხოვრობს მოსკოვში. 1920 წელს ის საქართველოში ბრუნდება და სწავლას ქუთაისის რეალურ სასწავლებელში განაგრძობს. ხატვას სკოლასთან არსებულ სტუდიაში სწავლობს.

1926 წელს სწავლას განაგრძობს თბილისის სამხატვრო აკადემიაში პროფესორ იოსებ შარლემანის კლასში.

ოცხელი 1927 წელს სახალხო სახლთან არსებულ მუშათა თეატრში აფორმებს ა. ლუნაჩარსკის “ცეცხლის გამჩაღებლებს”. ამ სპექტაკლის შემდეგ კოტე მარჯანიშვილი მას ქუთაისის თეატრში მუშაობას სთავაზობს.

კ. მარჯანიშვილმა და მისმა თეატრმა დიდი როლი ითამაშა პეტრე ოცხელის ჩამოყალიბებაში. იგი მუშაობდა თბილისის, ქუთაისის და მოსკოვის თეატრებში, ცნობილ რეჟისორებთან. (კ.მარჯანიშვილი, კ. სტანისლავსკი და სხვა).

გააფორმა ქართულ კულტურულ ცხოვრებაში ერთგვარ მოვლენად ქცეული და მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ქართული სცენისთვის, ცნობილი დადგმები: “ურიელ აკოსტა”(1929), “ხატიჯე”, “ოტელო”, “ყაჩაღები”, “მუნჯები ალაპარაკდნენ” და სხვ.

1937 წელს კ. სტანისლავსკის მიერ ჩატარებულ ჯ. ვერდის “რიგოლეტოს” დადგმის კონკურსზე მისმა ესკიზებმა პირველი პრემია დაიმსახურა. 1939 წელს მისი ნამუშევრები ლონდონში თეატრისა მხატვართა გამოფენაზე ოქროს მედლით დააჯილდოვეს.

შეასრულა ესკიზები ლეო ესაკიას კინოფილმისთვის “მფრინავი მღებავი”.

1937 წელს, იმ წელს, როდესაც საბჭოთა კულტურის პოლიტიკა უკვე საბოლოოდ უსვამს წერტილს მოდერნიზმს, პეტრე ოცხელის დევნა იწყება. თუმცა ის ცდილობს თავი გადაირჩინოს და მიემგზავება მოსკოვში მეგობართან, სერგო ამაღლობელთან, იმ ხანად მოსკოვის მცირე თეატრის დირექტორთან, მათ იქ ორივეს აპატიმრებენ და ცოტა ხანში როგორც “ხალხის მტრებს” დახვრიტავენ.