მოდერნისტები
დავით კაკაბაძეკირილე ზდანევიჩიზიგმუნდ ვალიშევსკიილია ზდანევიჩილადო გუდიაშვილივალერიან სიდამონ-ერისთავიმიხეილ ჭიაურელიდიმიტრი შევარდნაძებაჟბეუკ-მელიკოვიალექსანდრე შერვაშიძე-ჩაჩბაალექსანდრე ზალცმანიბენო გორდეზიანიირაკლი გამრეკელიელენე ახვლედიანიპეტრე ოცხელიქეთევან მაღალაშვილიმიხეილ გოცირიძეირინა შტენბერგიკლარა კვესიემმა ლალაევასოსო გაბაშვილითამარ თავაძეოლღა კონიაშვილი
ავანგარდული წიგნიპოსტერებიმანიფესტებიჟურნალები, გაზეთები H2SO4- ის გამოცემები თბილისის არტისტული კაფეებიმემკვიდრეობა და მოდერნიზმიტექსტები ხელოვნებაზევიზუალური ისტორიები კინო/საუნდიროგორ და როდის დასრულდა ქართული მოდერნიზმიბიბლიოგრაფია
 
მთავარი მოდერნისტები ბაჟბეუკ-მელიკოვი ბიოგრაფია
ბიოგრაფია

ალექსანდრე ბაჟბეუქ - მელიქოვი (1891 - 1966)

დაიბადა 1891 წელს თბილისში, საქართველოში სომეხი ეროვნების თბილისურ ოჯახში და მთელი ცხოვრება თბილისში გაატარა.

1910 წელს ამთავრებს თბილისის ნ. სკლიფასოვსკის ფერწერისა დ ხატვის სკოლას და სწავლას განაგრძობს მოსკოვში ვ. მეშკოვის სტუდიასა და პეტერბურგში სამხატვრო აკადემიაში.

1917 წელს ბრუნდება თბილისში. ასწავლის მ. თოიძის სტუდიაში (1911-29), შემდგომ კი თბილისის სამხატვრო აკადემიაში.

ბაჯბეუქ-მელიქოვი 1910-20-იანი წლების თბილისის ავანგარდული ცხოვრების მონაწილეა. მუშაობს ფუტურისტებთან, მათ შორის სომეხ ფუტურისტ პოეტთან კარა-დარვიშთან, ქართველ მხატვრებთან და ლიტერატორებთან - დავით კაკაბაძესთან, ელენე ახვლედიანთან, განსაკუთრებით ლადო გუდიაშვილთან, პოეტებთან - ტიციან ტაბიძესა დ პაოლო იაშვილთან. მუშაობს წიგნის გრაფიკაში, სახელოვნებო ჟურნალების ილუსტრაციებზე.

მისი შემოქმედების ძირითადი სფერო ფერწერაა, საკმაოდ რაფინირებული, რომელშიც აშკარად გამოიკვეთება კოლორისტული აზროვნება; საკმაოდ იმპულსურ, დინამიკური მონასმებით შექმნილ ფერწერასთან ერთად იგი, თავისი ფერწერული პერსონაჟებით (აკრობატები, ცირკის მსახიობები, ნიუ და ა. შ.), რომლებიც მიწიერი სილამაზის გრძნობისმიერ მომხიბვლელობას ასახავენ, შეიძლება ითქვას, XVIII_XIX საუკუნეების გამოჩენილი კოლორისტების, ფრანგი რომანტიკოსებისა და იმპრესიონისტების მიმდევარი და მემკვიდრეა.

ბაჟბეუქ-მელიქოვი, უაღრესად მოკრძალებული, იშვიათად იღებდა მონაწილეობას გამოფენებში; 1936 წელს, მას შემდეგ რაც მას ფორმალიზმსა და სტალინის პორტრეტის დახატვაზე უარის თქმაში დასდეს ბრალი და მხატვართა კავშირიდან გარიცხეს (1938 წელს იგი წევრად აღადგინეს როგორც პოლიტიკურად გამოსწორებული), იგი ნაკლებად მონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მეორე მხრივ იყო მეტად პრინციპული: ერთხელ მან გაანადგურა თავისი სურათები, რადგან იგი მისთვის მიუღებელმა პიროვნებამ შეაქო. ხშირად წვავდა სურათებს, რომლისთვის შესანახი ადგილი არ გამოინახა. მუდმივად ჰქონდა მხოლოდ 111 სურათი.

გარდაიცვალა 1966წელს თბილისში