მოდერნისტები
დავით კაკაბაძეკირილე ზდანევიჩიზიგმუნდ ვალიშევსკიილია ზდანევიჩილადო გუდიაშვილივალერიან სიდამონ-ერისთავიმიხეილ ჭიაურელიდიმიტრი შევარდნაძებაჟბეუკ-მელიკოვიალექსანდრე შერვაშიძებენო გორდეზიანიირაკლი გამრეკელიელენე ახვლედიანიპეტრე ოცხელიქეთევან მაღალაშვილიმიხეილ გოცირიძეირინა შტენბერგიკლარა კვესიემმა ლალაევა
ავანგარდული წიგნიპოსტერებიმანიფესტებიჟურნალები, გაზეთები H2SO4- ის გამოცემები თბილისის არტისტული კაფეებიმემკვიდრეობა და მოდერნიზმიტექსტები ხელოვნებაზევიზუალური ისტორიები კინო/საუნდიროგორ და როდის დასრულდა ქართული მოდერნიზმიბიბლიოგრაფია
 
მთავარი მოდერნისტები ირაკლი გამრეკელი ბიოგრაფია
ბიოგრაფია

ირაკლი გამრეკელი (1894 – 1943)

თეატრისა და კინოს მხატვარი, ფერმწერი, გრაფიკოსი, ქართული ავანგარდული სცენოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ფუტურისტი, კონსტრუქტივისტი, ფერწერულსა და გრაფიკულ ნამუშევრებში ექსპრესიონიზმისა და art nouveau ნიშნების მატარებელი.

დაიბადა 1894 წელს საქართველოში, ქ. გორში. 1910 წელს სწავლობს თბილისის ნ. სკლიფასოვსკის ხატვისა და ფერწერის სკოლაში, ბ. ფოგელსა და ბ. შებუევთან. თბილისის სასულიერო სემინარიის დასრულების შემდეგ სწავლას აგრძელებს ჯერ როსტოვის და შემდეგ კი თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. გარკვეული დროის მანძილზე სწავლობს თბილისის სამხატვრო აკადემიაში.

1921 წელს ცნობილმა რეჟისორმა კოტე მარჯანიშვილმა ერთ-ერთ გამოფენაზე მისი ნამუშევრების “მალარია” და “სიკვდილის ცეკვის” ნახვის შემდეგ იგი თეატრში მიიწვია ოსკარ უაილდის “სალომეას” დადგმის მხატვრული გაფორმებისთვის.

ამის შესახებ კირილ ზდანევიჩი 1923 წელს სწერდა: “ეს პირველი გამართლებული ცდა უსახავს ახალგაზრდა მხატვარს უდიდეს გზას. ეს გზა არის – ქართული სცენის დეკორაციული ნაწილის რეფორმაცია. შემდეგი მუშაობა და წინსვლა მხატვრისა ამ მიმართულებით დამოკიდებულია ქართული სცენის ხელმძღვანელობაზე. ვუსურვებთ მათ - სრულებით გამოეთხოვონ ვიწრო ეტნოგრაფიულ ტრადიციულ დეკორაციებს და გადავიდნენ ახალ შემოქმედებაზე”. (‘გალაქტიონ ტაბიძის ჟურნალი’ 5, ტფილისი, 1923).

მართლაც გამრეკელი ხდება ქართული სასცენო დიზაინის რეფორმატორი, და ამას ხელს უწყობს მისი თანამშრომლობა კოტე მარჯანიშვილთან და ახმეტელთან, ქართული და რუსული თეატრების ორ დიდ რეჟისიორ-რეფორმატორთან; იგი 1923-1943 წლებში ჯერ მუშაობს მხატვრად მარჯანიშვილის თეატრში, 1926 წლიდან კი სანდრო ახმეტელთან, შოთა რუსთაველის თეატრში.

იგი ქართული მემარცხენე მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებელია; ფუტურისტების ჟურნალის “H2SO4”-ს დიზაინერია; (1924 წ.). არის ჟურნალის “მემარცხენეობა,” იონა ვაკელის, გრიგოლ რობაქიძის, სიმონ ჩიქოვანის და სხვათა წიგნების დიზაინერიც (1926, 1927 წწ).

1928 წელს მხატვარ სიდამონ-ერისთავთან ერთად მუშაობს კოტე მიქაბერიძის შემდგომში ათწლეულების განმავლობაში აკრძალულ ექსპრესიონისტულ ფილმზე “ჩემი ბებია.”

მისი მოღვაწეობის ძირითადი სფერო მაინც სასცენო დიზაინია. 1920-იანი წლებიდან მისი თეატრის მხატვრობა ფუტურისტულია, მოგვიანებით უკვე მემარცხენეულ კონსტრუქტივიზმთან შერწყმული: გ. რობაქიძის “ლონდა” (1922); გ. რობაქიძის “მალშტრემი” (1923-24); ე. ტოლერის “კაცი მასსა,” (1923); ფრანც ვერფელის “Spiegelmensch;” უილიამ შექსპირის “ჰამლეტი” (1925); ა. გლებოვის “ზაგმუკი” (1926); ნ. შიუკაშვილის “ამერიკელი ძია”(1926) ბ. ლავრენევის “რღვევა”(1928); ს. შანშიაშვილის “ანზორი” (1928) 1929 წელს ვ. ჰაზენკლევერის “საქმის კაცი”. 1930 წელს –გ. რობაქიძის “ლამარა”, 1931 წელს შ. დადიანის “თეთნულდი”, 1933 წელს ფ. შილერის “ყაჩაღები”, 1937 წელს -”ოტელო”, 1940 წელს ა. კორნეიჩუკის “ბოგდან ხმელინცკი”, 1942 წელს კ. გოლდონის “პატარძალი აფიშიდან” და სხვა

მუშაობს თბილისის ა. გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, ლენინგრადის მ. გორკის სახელობის დიდ დრამატულ თეატრში, ოდესის ოპერისა და ბალეტის თეატრში.

თანამშრომლობს თბილისის კინოსტუდიასთან, არის ფილმების “არსენა”

-1937წ. “გიორგი სააკაძე”-1942-1943წწ. მხატვარი.

გარდაიცვალა თბილისში 1943 წელს