მოდერნისტები
დავით კაკაბაძეკირილე ზდანევიჩიზიგმუნდ ვალიშევსკიილია ზდანევიჩილადო გუდიაშვილივალერიან სიდამონ-ერისთავიმიხეილ ჭიაურელიდიმიტრი შევარდნაძებაჟბეუკ-მელიკოვიალექსანდრე შერვაშიძებენო გორდეზიანიირაკლი გამრეკელიელენე ახვლედიანიპეტრე ოცხელიქეთევან მაღალაშვილიმიხეილ გოცირიძეირინა შტენბერგიკლარა კვესიემმა ლალაევა
ავანგარდული წიგნიპოსტერებიმანიფესტებიჟურნალები, გაზეთები H2SO4- ის გამოცემები თბილისის არტისტული კაფეებიმემკვიდრეობა და მოდერნიზმიტექსტები ხელოვნებაზევიზუალური ისტორიები კინო/საუნდიროგორ და როდის დასრულდა ქართული მოდერნიზმიბიბლიოგრაფია
 
მთავარი მოდერნისტები ლადო გუდიაშვილი ბიოგრაფია
ბიოგრაფია

ლადო გუდიაშვილი

ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, თვითმყოფადი წარმომადგენელი

დაიბადა 1894 წელს თბილისში. 1910-14 წლებში ხატვას სწავლობდა თბილისში კაზმულ ხელოვნებათა წამახალისებელი საზოგადოების ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში.

1914 წელსვე ჟურნალში “თეატრი და ცხოვრება”გამოქვეყნდა მისი ილუსტრაციები ლეო ქიაჩელის მოთხრობებისთვის.

1916 წელს სხვა მხატვრებთან ერთად შეასრულა ნაბახტების ფრესკების ასლები, ხოლო 1917 წელს მონაწილეობა მიიღო საქართველოს ისტორიულ პროვინციებში მოწყობილ ექსპედიციაში, სადაც კვლავ ფრესკების ასლები შეასრულა.

ამ პერიოდს მიეკუთვნება სხვადასვა ძეგლების ჩანახატები(ნეკრესი),სიგიზმუნდ ვალიშევსკის პორტრეტი და სხვა.

ლ. გუდიაშვილის ინდივიდუალური, მხატვრული ხედვა 1918-1919 წლებში ჩამოყალიბდა. პირველად შეასრულა სურათები ძველი თბილისის თემაზე, მონაწილეობა მიიღო კაფე ქიმერიონის მოხატვაში(1919). 1919 წლის ქართველ მხატვართა გამოფენაზე მისი ნმუშევრები იყო წარმოდგენილია.

მონაწილეობდა თბილისი მხატვრულ ცხოვრებაში, იყო “ფუტურისტთა სინდიკატის” წევრი და ფუტურისტთა და “ცისფერყანწელთა” საღამოების დისკუსიების აქტიური მონაწილე. მან მონაწილეობა მიიღო “ფანტასტიკური დუქანისა” და ქიმერიონის” მოხატვაში მონაწილეობა. კ. ზდანევიჩთან, ს. ვალიშევსკისთან, ნ. გონჩაროვასთან, ა. ბაჟბეუქ-მელიქოვთან, ი. ტერენტიევთან ერთად დაასურათა კრებული ფანტასტიკური დუქანი ს. მელნიკოვას”.

1919-26 წლებში ცხოვრობდა პარიზში, სწავლობდა რონსონის აკადემიაში,

პარიზული პერიოდი ძალზე ნაყოფიერი აღმოჩნდა მისი შემოქმედებისთვის, შექმნა როგორც ფერწერული ტილოები, ისე ჩანახატები, ჟურნალებისა და წიგნების ილუსტრაციები, მონაწილეობა მიიღო გამოფენებში (Salon d`Automne, Les Independants და სხვა).მისი ნამუშევრები იფინებოდა ბელგიასა დაEამერიკაში,

შეიძინეს მადრიდისა და პარიზის მუზეუმებმა, კერძო კოლექციონერებმა.

1923 წელს პარიზში გალერეა “ლა ლიკორნში” შედგა მისი პირველი პერსონალური გამოფენა, 1925 წელს გალერეა ბილიეში მეორე პერსონალური გამოფენა. კატალოგის წინასიტყვაობა ცნობილმა ფრანგმა კრიტიკოსმა ანდრე სალმონმა დაწერა. ამავე წელს პარიზში გამოიცა მ. რენალის მონოგრაფია ლ. გუდიაშვილის შემოქმედებაზე. იგი დაახლოვებული იყო პ.პიკასოსთან, ა. მოდელიანთან, ა. მატისთან,ა.დერენთან, ფ.ლეჟესთან, მ.უტრილოსთან, ლ.არაგონთან, ა. ბრეტონთან და სხვებთან. გუდიაშვილის ინდივიდუალურმა, ეგზოტიკურმა მხატვრობამ ევროპელთა ყურადღება მიიპყრო.

მისი შემოქმედების ძირითადი თემა პარიზში ყოფნის დროსაც ძველი თბლისია. (მაგ., პარიზშია შესრულებული “თევზი ცოცხალი”, სადღეგრძელო ალიონზე”, “ორთაჭალის სტუმრები”, “ტყუპები” და სხვა) შექმნა ასევე პარიზული სცენების ამსახველი ტილოები. გრაფიკული სერიები, მაგ., სატირული ფანტაზიები სხვადასხვა მორალურ თემაზე., კინტოების სერია, ნიუ და სხვა

საქართველოში დაბრუნების შემდეგ ასწავლიდა თბილისის სახ. სამხ. აკადემიაში. სიცოცხლის ბოლომდე ნაყოფიერად მუშაობდა.

გარდაიცვალა 1973წ.