მოდერნისტები
დავით კაკაბაძეკირილე ზდანევიჩიზიგმუნდ ვალიშევსკიილია ზდანევიჩილადო გუდიაშვილივალერიან სიდამონ-ერისთავიმიხეილ ჭიაურელიდიმიტრი შევარდნაძებაჟბეუკ-მელიკოვიალექსანდრე შერვაშიძებენო გორდეზიანიირაკლი გამრეკელიელენე ახვლედიანიპეტრე ოცხელიქეთევან მაღალაშვილიმიხეილ გოცირიძეირინა შტენბერგიკლარა კვესიემმა ლალაევა
ავანგარდული წიგნიპოსტერებიმანიფესტებიჟურნალები, გაზეთები H2SO4- ის გამოცემები თბილისის არტისტული კაფეებიმემკვიდრეობა და მოდერნიზმიტექსტები ხელოვნებაზევიზუალური ისტორიები კინო/საუნდიროგორ და როდის დასრულდა ქართული მოდერნიზმიბიბლიოგრაფია
 
მთავარი მოდერნისტები მიხეილ ჭიაურელი ბიოგრაფია
ბიოგრაფია

მიხეილ ჭიაურელი (1894 – 1974)

მიხეილ ჭიაურელის რეჟისორის სახელს ძირითადად უკავშირებენ საბჭოთა იდეოლოგიურ კინოსა და “დიდ სტილს,” ე. ი. სტალინიზმის პერიოდს. ყველა ენციკლოპედიასა თუ საბჭოთა კინოზე გამოცემულ წიგნებში მის ფილმებს შორის ყოველთვის სახელდება “ბერლინის დაცემა”, “ფიცი”, “დაუვიწყარი 1919”, რომელიც მიჩნეულია ბელადზე (სტალინზე) გადაღებულ ყველაზე პომპეზურ ფილმებად. 1946 წელს მის მიერ გადაღებულმა ფილმმა “ფიცი” ამავე წლის ვენეციის კინოფესტივალზე ოქროს მედალი მოიპოვა.

მაგრამ არასოდეს ითქმება, რომ მიხეილ ჭიაურელი 1910-20-იანი წლების ერთ-ერთი საინტერესო მოდერნისტია - მოქანდაკე, გრაფიკოსი, ფოტოგრაფი, კარიკატურისტი, მსახიობი, თეატრისა და კინოს რეჟისორი.

დაიბადა 1894 წ. საქართველოში, თბილისში.

1912 წელს ამთავრებს თბილისის ფერწერისა და ქანდაკების სკოლას იაკობ ნიკოლაძის ხელმძღვანელობით. 1915 წლიდან მუშაობს ტფილისის, ქუთაისის, ბათუმის თეატრებში მსახიობად, რეჟისორად და მხატვრად. თანამშრომლობს სხვადასხვა გამოცემებთან, სადაც განთავსებულია მისი ნახატები, კარიკატურები და შარჟები.

1917 წელს ლადო გუდიაშვილთან, ილია ზდანევიჩებთან, დიმიტრი შევარდნაძესთან, ანატოლ კალგინთან ერთად მუშაობს ექვთიმე თაყაიშვილის არქეოლოგიურ ექსპედიციაში სამხრეთ საქართველოში, ტაო-კლარჯეთში (თურქეთის ტერიტორია). სრულდება ქართული ძეგლების დოკუმენტური ანაზომები. მიხეილ ჭიაურელი აკეთებს ძეგლების ფოტოდოკუმენტირებას.

1921 წელს ჭიაურელი აარსებს ტფილისის სატირის თეატრს - როსტის (РОСТ) ქართულ განყოფილებას და დგამს რამდენიმე სპექტაკლს, რომლებიც მკვეთრი პოლიტიკური შინაარსითა და ფორმის თვალსაზრისით, როგორც იმდროინდელი პუბლიკაციები ამოწმებს, ექსპერიმენტულობით გამოირჩევა.

1925-27 წწ.-ში “მუშათა თეატრისა” და “წითელი თეატრის” რეჟისორია.

1922 წელს მიემგზავრება გერმანიაში, მიუნხენში, სადაც ორი წლის განმავლობაში სწავლობს ქანდაკებას სხვადსხვა სასწავლებლებში, მუშაობს არხიპენკოს სტუდიაში.

1924 ჭიაურელი ბრუნდება საქართველოში და აგრძელებს მუშაობას ქანდაკებაში.

ის იხსენებს: “... მე რაღაც დაუოკებელი ხასიათი მქონდა. მიტაცებდა თეატრი, ფერწერა, ქანდაკება, მუსიკა და სიმღერა და ვერც ერთ მათგანზე ვერ შევჩერებულიყავი. ასეთი მდგომარეობა 1928 წლამდე გრძელდებოდა, სანამ მკაფიოდ არ ავირჩიე ჩემი გზა. ეს გზა კინორეჟისურა იყო”.

1928 წელს ის აკეთებს თავის ორ პირველ ფილმს – რეჟისორ ეფიმ ძიგანთან ერთად იღებს ფილმს “პირველი კორნეტი სტრეშნევი”, შემდეგ კი, უკვე დამოუკიდებლად, ფილმს “უკანასკნელი საათი”.

1929 წელს იღებს ფილმს “საბა”. 1931 წელს კი ფილმს “ხაბარდა”, რომელიც საბჭოთა მუნჯურ კინომატოგრაფში სატირული პამფლეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვან მაგალითს წარმოადგენს.

“პირველი კორნეტი სტრეშნევი” შინაარსით საკმაოდ ბანალური, მნიშვნელოვანია კინომატოგრაფიული ენით. ეს არის ფაქტობრივად პირველი ფილმი, რომელიც გამოირჩევა თავისი ე. წ. ‘ჩვეულებრივობით’. იგულისხმება სამსახიობო მხარე, რომელსაც მოსცილდა პათეტიკურობა და თეატრალურობა. თავისი გამომსახველობით ის უახლოვდება გერმანულ კინოს. გამოყენებულია გადაღებისა და მონტაჟის უჩვეულო ხერხები.

ფილმს “საბა” (სცენარი ა. არავსკისა და შ. ალხაზაშვილის) ჭიაურელი უწოდებდა “მაიაკოვსკისა და დოსტოევსკის ნაზავს”. ჟანრისა და სტილისტური თვალსაზრისით ის ჰიბრიდულია – ერთი მხრივ აგიტაციურობა გადახლართულია ცნობიერების ნაკადის დეტალურ თხრობასთან. გამომსახველობითი თვალსაზრისით აღსანიშნავია მონტაჟის მეთოდი. დუქნის სცენები ფიროსმანაშვილის ფერწერის ასოციაციითაა დადგმული, ღამის თბილისში კი ტრამვაი “მფრინავი ჰოლანდიელივით” მიექანება.

ამ პერიოდში ჭიაურელი “ფერწერული კინომატოგრაფის” მომხრეა. ფილმში “ხაბარდა” მას მთელი დატვირთვა გადააქვს ფილმის გამომსახველობით მხარეზე, დეტალურად ამუშავებს რა თითოეული კადრის კომპოზიციას. ექსპერიმენტირებს, აფართოვებს რა კინომატოგრაფიულ საზღვრებს, იყენებს მომიჯნავე ხელოვნებების ხერხებს. როგორც აღნიშნავენ, ცალკეული სცენები ასოცირდება მაიაკოვსკის სატირასთან, დომიეს კარიკატურებთან და მისი ნახატის გროტესკთან.

1934 წელს ჭიაურელი იღებს პირველ ქართულ ხმოვან ფილმს “უკანასკნელი მასკარადი”.

1938 წლიდან მისი შემოქმედება იცვლება; იწყება ის ეტაპი, რომელზეც დასაწყისში ითქვა: “დიდი სტილის” ფილმები, დაკავშირებული სტალინიზმის ეპოქასთან.

1946-1955 წლებში ჭიაურელი კინოსტუდია მოსფილმის რეჟისორია. 1955-57 წლებში სვერდლოვის კინოსტუდიის რეჟისორი. შემდგომ წლებში კინომატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის პროფესორია; ასწავლის თბილისის კინოსტდიასთან არსებულ სამსახიობო სკოლაში.

გარდაიცვალა 1974 წელს.