მოდერნისტები
დავით კაკაბაძეკირილე ზდანევიჩიზიგმუნდ ვალიშევსკიილია ზდანევიჩილადო გუდიაშვილივალერიან სიდამონ-ერისთავიმიხეილ ჭიაურელიდიმიტრი შევარდნაძებაჟბეუკ-მელიკოვიალექსანდრე შერვაშიძე-ჩაჩბაალექსანდრე ზალცმანიბენო გორდეზიანიირაკლი გამრეკელიელენე ახვლედიანიპეტრე ოცხელიქეთევან მაღალაშვილიმიხეილ გოცირიძეირინა შტენბერგიკლარა კვესიემმა ლალაევასოსო გაბაშვილითამარ თავაძეოლღა კონიაშვილი
ავანგარდული წიგნიპოსტერებიმანიფესტებიჟურნალები, გაზეთები H2SO4- ის გამოცემები თბილისის არტისტული კაფეებიმემკვიდრეობა და მოდერნიზმიტექსტები ხელოვნებაზევიზუალური ისტორიები კინო/საუნდიროგორ და როდის დასრულდა ქართული მოდერნიზმიბიბლიოგრაფია
 
მთავარი მოდერნისტები შალვა ქიქოძე ბიოგრაფია
ბიოგრაფია

შალვა ქიქოძე (1894 – 1921) 

ფერმწერი, გრაფიკოსი, ქართული ავანგარდული მხატვრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი.

დაიბადა 1894 წელს საქართველოში, სოფელ ბახვში.

1902-1912 წლებში სწავლობს თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში.

1914 წელს უმაღლესი განათლების მისაღებად “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” სტიპენდიატად ჩაირიცხა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

1916-1918 წლებში სწავლობს მოსკოვის “ფერწერის, ქანდაკების და ხუროთმოძღვრების” ინსტიტუტში ფერწერის განყოფილებაზე.

თანამშრომლობს მოსკოვის თეატრალურ ჟურნალში “Рампа и Жизнь”, სადაც აქვეყნებს გრაფიკულ-პორტრეტულ ჩანახატებს ცჰალიცო-ს ფსევდონიმით.

თანამშრომლობს მოსკოვის თეატრ-კაბარესთან “ღამურა”.

1916 წელს საქართველოში მონაწილეობს პირველი პროფესიული საზოგადოებრივ-კულტურული ორანიზაციის “ქართველ ხელოვანთა საზოგადოების” მოღვაწეობაში, ექვთიმე თაყაიშვილისა და დიმიტრი შევარდნაძის მიერ ორგანიზებულ სამხატვრო-სამეცნიერო ექსპედიციებში.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 1918 წლიდან არჩეულ იქნა “ქართველ ხელოვანთა საზოგადოების” მდივნად.

ჯერ კიდევ 1914 წლიდან, მოსკოვში სწავლის პერიოდში თანამშრომლობს ქართულ პერიოდულ გამოცემებთან - იუმორისტულ ჟურნალებთან “ლახტი”, “ეშმაკის მათრახი”, ცნობილ სათეატრო ჟურნალებთან: “თეატრი და ცხოვრება”, “თეატრი და მუსიკა”, თბილისში გამომავალ რუსულენოვან ჟურნალთან “Искусство.” აქვეყნებს მხატვართა, თეატრალთა, მწერალთა კარიკატურებსა და შარჟებს. არჩეული იყო სარედაქციო კოლეგიის შემადგენლობაში. წერს რეცენზიებს.

1918 წლიდან მუშაობს თეატრის მხატვრად საფრანგეთიდან ჩამოსული ანტუანის თეატრის ყოფილი რეჟისორის გიორგი ჯაბადარის მიერ ჩამოყალიბებულ სათეატრო სტუდიაში. მის მიერ გაფორმებული სამხატვრო სტუდიის წარმოდგენების დეკორაციები არ შემორჩენილა.

1919 წელს “ქართველ ხელოვანთა საზოგადოებამ მას სამხატვრო განათლების სრულყოფის მიზნით პარიზში მიავლენენ.

უკვე 1921 წელს ნამუშევრებს ფენს პარიზის საგამოფეო დარბაზებში: ლა ლიკორნსა (La Licorn) და დამოუკიდებელთა სალონშi (Salon des indépendants).

არსებობს ცნობა, რომ შ. ქიქოძეს რეჟისორ ვასო ყუშიტაშვილის რეკომენდაციით შეუსრულებია ორი სცენოგრაფიული დაკვეთა, ერთი თეატრ “ატელიესთვის”(L‘Ateliere), რომელსაც იმხანად შარლ დიულენი და ვასო ყუშიტაშვილი ხელმძღვანელობდნენ და მეორე “ოდეონისათვის” (Odeon)

1921 წლის აგვისტოს ჭლექით დაავადებული შ. ქიქოძე პარიზიდან გერმანიაში, ქ. ფრაიბურგში გაემგზავრა, სადაც გარდაიცვალა.

საფლავი დაკარგულია.