მოდერნისტები
დავით კაკაბაძეკირილე ზდანევიჩიზიგმუნდ ვალიშევსკიილია ზდანევიჩილადო გუდიაშვილივალერიან სიდამონ-ერისთავიმიხეილ ჭიაურელიდიმიტრი შევარდნაძებაჟბეუკ-მელიკოვიალექსანდრე შერვაშიძე-ჩაჩბაალექსანდრე ზალცმანიბენო გორდეზიანიირაკლი გამრეკელიელენე ახვლედიანიპეტრე ოცხელიქეთევან მაღალაშვილიმიხეილ გოცირიძეირინა შტენბერგიკლარა კვესიემმა ლალაევასოსო გაბაშვილითამარ თავაძეოლღა კონიაშვილი
ავანგარდული წიგნიპოსტერებიმანიფესტებიჟურნალები, გაზეთები H2SO4- ის გამოცემები თბილისის არტისტული კაფეებიმემკვიდრეობა და მოდერნიზმიტექსტები ხელოვნებაზევიზუალური ისტორიები კინო/საუნდიროგორ და როდის დასრულდა ქართული მოდერნიზმიბიბლიოგრაფია
 
მთავარი მოდერნისტები მიხეილ გოცირიძე ბიოგრაფია
ბიოგრაფია

მიხეილ გოცირიძე (1901 – 1975) 

თეატრისა და კინოს მხატვარი, გრაფიკოსი, კარიკატურისტი. ერთი იმ მოდერნისტთაგანი, რომლის შემოქმედება სრულიად შეუსწავლელია, თუმცა ის შეიძლება ჩაითვალოს ქართული თეატრის მხატვრობის ერთ-ერთ რეფორმატორად.

დაიბადა 1901 წელს საქართველოში.

ფერწერისა და ქანდაკების სასწავლებელში მას ასწავლის ალექსანდრ ზალცმანი. 1922 წლიდან იგი ახლადგახსნილ სამხატვრო აკადემიაში აგრძელებს სწავლას.

პირველად მისი ნამუშევრები 1922 წელს ამიერკავკასიის მხატვართა გამოფენებზე გამოჩნდა. ამის შემდეგ ის სხვადასხვა თეატრებში იწყებს მუშაობას.

1928-1939 წლებში იგი თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მხატვარია და 30-მდე სპექტაკლს აფორმებს. მათ შორს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია “რობინ ჰუდი”, “ფრიც ბაუერი,” “ალტაელი რობინზონები”, “ლადო კეცხოველი” “ნაცარქექია” და სხვა.

1922 წლიდან მუშაობას იწყებს მხატვრად მოზარდ მაყურებელთა რუსულ თეატრში, 1926 წლიდან კი თბილისის ‘ახალ თეატრში.’

1927-30 წლებში რეჟისორ მიხეილ ქორელის მოწვევით იგი ქუთაისის თეატრში 12 სპექტაკლის სცენურ დიზაინზე მუშაობს: “მგლები”, “წმინდა ქურდი”, “იმედის დაღუპვა”, “მედეა,” “რღვევა”, “სიყვარული თელებქვეშ” და სხვა.

მისი დამსახურება დიდია, რამდენადაც მან საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში სხვადასხვა ტიპისა და სხვადასხვა დანიშნულების თეატრებში ფართოდ გაავრცელა ახალი სცენოგრაფიული ენა.

მუშაობს გრაფიკაში, რომელშიც ხშირად მიმართავს სტილიზაციასა და ორნამენტალიზმს, რაც მის ფუტურიზმთან ნაზავ თავად კუბისტურ გრაფიკაშიც ჩანს.

პერიოდულად გოცირიძეს მარჯანიშვილი იწვევს სპექტაკლების მხატვრად, მუშაობს თბილისის გრიბოედოვის სახელობის თეატრში, მუსკომედიასა და საქ. კულტურის რუსულ და ქართულ თეატრებში. გაფორმებული აქვს 30 სპექტაკლი ქუთაისის, გორის, ბათუმის, ფოთის, სიღნაღის თეატრებისთვის.

გოცირიძის სცენოგრაფიას ახასიათებს მძაფრი და წმინდა მოდერნისტული ირონია, რომელიც იქმნება არა მხოლოდ გროტესკული ტიპაჟების წყალობით, არამედ თავად სცენური სივრცის ორგანიზაციის მეთოდით და თითქმის ყოველთვის დატვირთული, შეიძლება ითქვას, მიზანმიმართულად გადატვირთული ანტურაჟით, სოციალური კიჩის ელემენტების მიზანმიმართული შეტანით. სცენის სივრცის ორგანიზაცია ყოველთვის მეტაფორულია (სივრცის ხასგასმული სივიწროვე, ჩაკეტილობა-მოსაზღვრულობა თუ პირიქით, გარღვეულობა და სხვ.); სპექტაკლის ანტურაჟი აღნიშნული გადატვირთულობით ირონიული ნარატივისკენ იხრება; ეს ორი – სივრცე და ანტურაჟი ერთად შერწყმული ქმნის სპექტაკლის ზედმიწევნით ზუსტ შინაარსობრივ-ტექსტუალურ სივრცეს.

1931 წლიდან იწყებს მუშაობას საქართველოს კინოსტუდიაში. იგი მხატვარია კოტე მიქაბერიძის ფილმისა “ქაჯეთი” (ფილმი დაკარგულია, შემორჩენილია მხოლოდ გოცირიძის კოსტიუმების ესკიზების შავ-თეთრი ვარიანტი ჟურნალში ‘საბჭოთა ხელოვნება,’), “დაგვიანებული სასიძო”(1939), “გიორგი სააკაძე”(1942), “ჯურხაის ფარი”(1944), “სხვისი შვილები (1958) და სხვა

მიხეილ გოცირიძე სულ 30-იოდე წლის წინ, 1975 წელს გარდაიცვალა შევიწროვებული და დავიწყებული; 1930-იანი წლების მეორე ნახევრიდან იგი მხოლოდ რამდენიმე ფილმის მხატვარია. რაც შეეხება თეატრს, მას აღარასოდეს უმუშავია თეატრის მხატვრად. 1940-50-60-იან წლებში იგი, შეიძლება ითქვას, უცნობი მხატვარია, რომლის გამოცდილება ქვეყანას აღარც დასჭირვებია.