მოდერნისტები
დავით კაკაბაძეკირილე ზდანევიჩიზიგმუნდ ვალიშევსკიილია ზდანევიჩილადო გუდიაშვილივალერიან სიდამონ-ერისთავიმიხეილ ჭიაურელიდიმიტრი შევარდნაძებაჟბეუკ-მელიკოვიალექსანდრე შერვაშიძე-ჩაჩბაალექსანდრე ზალცმანიბენო გორდეზიანიირაკლი გამრეკელიელენე ახვლედიანიპეტრე ოცხელიქეთევან მაღალაშვილიმიხეილ გოცირიძეირინა შტენბერგიკლარა კვესიემმა ლალაევასოსო გაბაშვილითამარ თავაძეოლღა კონიაშვილი
ავანგარდული წიგნიპოსტერებიმანიფესტებიჟურნალები, გაზეთები H2SO4- ის გამოცემები თბილისის არტისტული კაფეებიმემკვიდრეობა და მოდერნიზმიტექსტები ხელოვნებაზევიზუალური ისტორიები კინო/საუნდიროგორ და როდის დასრულდა ქართული მოდერნიზმიბიბლიოგრაფია
 
მთავარი მოდერნისტები ზიგმუნდ ვალიშევსკი ბიოგრაფია
ბიოგრაფია

სიგიზმუნდ ვალიშევსკი (1897 – 1936)

ტფილისური არტისტული მოდერნიზმის მნიშვნელოვანი ფიგურა. ფუტურისტი მხატვარი, რომელიც ტფილისის მოდერნისტულ ცენტრად ჩამოყალიბების ერთ-ერთი განმაპირობებელია.

წარმოშობით პოლონელი, დაიბადა 1897 წელს პეტერბურგში. 1908 წელს მისი ოჯახი საცხოვრებლად გადმოდის საქართველოში და ზიგა ვალიშევსკი ბავშვობისა და სიყრმის წლებს ატარებს ტფილისში სადაც გაივლის ნ. სკლიფასოვსკის ხატვისა და ფერწერის კურსებს და სადაც იწყებს თავის შემოქმედებით გზას.

როგორც კირილ ზდანევიჩი იხსენებს, სულ ახალგაზრდა, თითქმის ბავშვი, ვალიშევსკი გუაშით ქმნის პოლონეთის მეფეების პორტრეტებს. 1915 წელს კი ტფილისში ეწყობა მისი პლაკატების გამოფენა. ამ დროს ის მხოლოდ 18 წლისაა.

ამ პერიოდში, აღნიშნავს ზდანევიჩი, ის გატაცებულია გოიას, რუბენსის, ლეონარდო და ვინჩის, რემბრანტის შემოქმედებით. მოგვიანებით კი ენგრით, დელაკრუათი, მანეთა და სეზანით.

1920 წელს, საქართველოში პოლონეთის ელჩის მიწვევით ვალიშევსკი მიემგზავრება პოლონეთში სწავლის გასაგრძელებლად; სწავლობს კრაკოვის სამხატვრო აკადემიაში.

1924-1930 წლებში ცხოვრობს პარიზში, მონაწილეობს “შემოდგომის სალონისა” და ნატიფი ხელოვნების აკადემიის გამოფენებში. მუშაობს კანში, არლში და ავინიონში. 1934 წელს ვენეციის XIX საერთაშორისო ზამთრის ბიენალეზე ფენს 5 ნამუშევარს.

I მსოფლიო ომში ზიგა ვალიშევსკი მოხალისედ მიდის. მიჰყვება კირილ ზდანევიჩს, რომელიც ასეულის მეთაური იყო და შეეძლო იგი უსაფრთხოდ ჰყოლოდა სანგარში. უნდა ითქვას, რომ ფრონტზე ყოფნა მეტად ნაყოფიერი გამოდგა ვალიშევსკისთვის – მისი ოსტატობა ნახატში კიდევ უფრო იხვეწება: ქმნის ზდანევიჩის ასეულის ყველა ჯარისკაცის პორტრეტს, შარჟებს, მუდმივად აკეთებს ჩანახატებს, ფანქრით იხატავს გოიას, რემბრანტის, პიკასოსა და ფუტურისტების ნამუშევრებს.

ფრონტიდან ტფილისში ფაქტობრივად იძულებით გამოშვების შემდეგ, 1917 წელს 20 წლის ვალიშევსკი ძმებ ზდანევიჩებთან, ლადო გუდიაშვილთან, პოეტებთან იური დეგენთან, კოლაუ ჩერნიავსკისთან, ყარა-დარვიშთან ერთად აარსებს “ფუტურისტების სინდიკატს”, მონაწილეობს საზოგადოებრივი ლექციებისა და დისპუტების მოწყობაში, წიგნების გამოცემებში, თანამშრომლობს ჟურნალებში “ARS” და “Искусство”; აკეთებს ილუსტრაციებს წიგნისთვის «Софьи Георгевне Мельниковой. Фантастический кабачок. 1917, 1918, 1919» და წიგნს-სატირას «О путешествии Сергея Городецкого в Батуми».

იღებს მონაწილეობასფანტასტიკური სამიკიტნოსმოხატვაში, და მხატვარ ალექსეი ზალცმანთან ერთად ხატავს ტფილისის საოპერო თეატრის ფარდასპეგასს ღრუბლებში.

კირილე ზდანევიჩი იხსენებს, რომ ტფილისში ზიგა ვალიშევსკი ნაკლებად მუშაობს ფერწერაში, ზეთის ფერებში; მუშაობს ის ფანქრით, ტუშით, პასტელით, გუაშით. ბუნებით მეტად არტისტული, მისი ნახატიც ვირტუოზულია, ნოვატორული, ექსპერიმენტული, არტისტიზმით, როგორც კირილ ზდანევიჩი წერს, “კეთილშობილებით და სულიერი სისპეტაკითსავსე.

ექსპერიმენტატორი ვალიშევსკი 1918-1920 წლებში ტფილისური მემარცხენე ხელოვნების შემქნელთა რიგებში მყოფი, ქმნის კუბო-ფუტურისტულ ნამუშევრებს.

იმავდროულად ის მეტად თავისებური მხატვრული სახეების შემქმნელიაროგორც სერგეი ორლოვი წერილშიქართველი ფუტურისტების მოსკოვური თავშესაფარი”, წერს,[1] ერთი მხრივ ის ნივთიერ სამყაროს ფანტასმაგორიულად ასახავს, მეორე მხრივ ენობრივად და თემატურად სინთეზური წყობის მხატვარია. გროტესკული სამყაროს შემქმნელი ჯუჯები, მარკიზები, აკრობატები, კომედიანტები, ამურები, ელფები, მარიონეტები, სხვადასხვა ეპოქების, ქვეყნების პერსონაჟები სხვადასხვა მხატვრული ტრადიციათა სინთეზით იქმნებიანანტიკური თუ შუასაუკუნეებრივი, ბაროკალური თუ პოსტიმპრესიონისტული, ლუბოკისა და პრიმიტივის, თეატრალური აფიშისა თუ სხვა ენათა შერწყმით. მისი მხატვრობა თითქმის სიმბოლიზმის ზღვარზე, იგავის, თეატრის, სინამდვილისა და გამოგონილის მიჯნაზე დგას.

თავისუფლად ინტერპრეტირებს ველასკესს, ვერონეზეს, რუბენსს. ხშირად მათგან პირდაპირ ნასესხები სიუჟეტები გროტესკულ გრაფიკულ სკეჩებად წარმოიქმნებიან. . .

ტფილისის პერიოდი ალბათ ყველაზე აქტიური და ნაყოფიერი იყო მხატვრის შემოქმედებაში, რომელიც 1920 წელს დასრულდა. ლადო გუდიაშვილი იხსენებს, რომ იგი ზიგა ვალიშევსკის 1920-იან წლებში პარიზში მონპარნასზე შეხვდა. ეს იყო მათი ბოლო შეხვედრა. 1920-1930-იან წლებში ქართველ მხატვრებსა და მას შორის აღარანაირი კონტაქტი აღარ ყოფილა.

1920-იან წლებში, სისხლძარღვებით დაავადებულ ზიგა ვალიშევსკის ორივე ფეხი მოკვეთეს. 1936 წელს კი იგი 39 წლის ასაკში მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა.


[1] Сергей Орлов, Московский приют Тифлисских футуристов, Русское искусство, 2004 № 4