');
/******* Menu 0 Add-On Settings *******/
var a = qmad.qm0 = new Object();
/******* Menu 0 Add-On Settings *******/
var a = qmad.qm0 = new Object();
// Tree Menu Add On
a.tree_enabled = true;
a.tree_sub_sub_indent = 0;
a.tree_hide_focus_box = true;
a.tree_expand_animation = 2;
a.tree_expand_step_size = 30;
a.tree_collapse_animation = 3;
a.tree_collapse_step_size = 20;
// Show Subs Onload Add On
a.showload_active = true;
//Core QuickMenu Code
var qm_si,qm_lo,qm_tt,qm_ts,qm_la,qm_ic,qm_ff,qm_sks;var qm_li=new Object();var qm_ib='';var qp="parentNode";var qc="className";var qm_t=navigator.userAgent;var qm_o=qm_t.indexOf("Opera")+1;var qm_s=qm_t.indexOf("afari")+1;var qm_s2=qm_s&&qm_t.indexOf("ersion/2")+1;var qm_s3=qm_s&&qm_t.indexOf("ersion/3")+1;var qm_n=qm_t.indexOf("Netscape")+1;var qm_v=parseFloat(navigator.vendorSub);;function qm_create1(sd,v,ts,th,oc,rl,sh,fl,ft,aux,l){var w="onmouseover";var ww=w;var e="onclick";if(oc){if(oc.indexOf("all")+1||(oc=="lev2"&&l>=2)){w=e;ts=0;}if(oc.indexOf("all")+1||oc=="main"){ww=e;th=0;}}if(!l){l=1;sd=document.getElementById("qm"+sd);if(window.qm_pure)sd=qm_pure(sd);sd[w]=function(e){try{qm_kille(e)}catch(e){}};if(oc!="all-always-open")document[ww]=qm_bo;if(oc=="main"){qm_ib+=sd.id;sd[e]=function(event){qm_ic=true;qm_oo(new Object(),qm_la,1);qm_kille(event)};}sd.style.zoom=1;if(sh)x2("qmsh",sd,1);if(!v)sd.ch=1;}else if(sh)sd.ch=1;if(oc)sd.oc=oc;if(sh)sd.sh=1;if(fl)sd.fl=1;if(ft)sd.ft=1;if(rl)sd.rl=1;sd.th=th;sd.style.zIndex=l+""+1;var lsp;var sp=sd.childNodes;for(var i=0;i ");x2("qmparent",lsp,1);lsp.cdiv=b;b.idiv=lsp;if(qm_n&&qm_v<8&&!b.style.width)b.style.width=b.offsetWidth+"px";new qm_create1(b,null,ts,th,oc,rl,sh,fl,ft,aux,l+1);}}if(l==1&&window.qmad&&qmad.binit)eval(qmad.binit);};function qm_bo(e){e=e||event;if(e.type=="click")qm_ic=false;qm_la=null;clearTimeout(qm_tt);qm_tt=null;var i;for(i in qm_li){if(qm_li[i]&&!((qm_ib.indexOf(i)+1)&&e.type=="mouseover"))qm_tt=setTimeout("x0('"+i+"')",qm_li[i].th);}};function qm_co(t){var f;for(f in qm_li){if(f!=t&&qm_li[f])x0(f);}};function x0(id){var i;var a;var a;if((a=qm_li[id])&&qm_li[id].oc!="all-always-open"){do{qm_uo(a);}while((a=a[qp])&&!qm_a(a));qm_li[id]=null;}};function qm_a(a){if(a[qc].indexOf("qmmc")+1)return 1;};function qm_uo(a,go){if(!go&&a.qmtree)return;if(window.qmad&&qmad.bhide)eval(qmad.bhide);a.style.visibility="";x2("qmactive",a.idiv);};function qm_oo(e,o,nt){try{if(!o)o=this;if(qm_la==o&&!nt)return;if(window.qmv_a&&!nt)qmv_a(o);if(window.qmwait){qm_kille(e);return;}clearTimeout(qm_tt);qm_tt=null;qm_la=o;if(!nt&&o.qmts){qm_si=o;qm_tt=setTimeout("qm_oo(new Object(),qm_si,1)",o.qmts);return;}var a=o;if(a[qp].isrun){qm_kille(e);return;}while((a=a[qp])&&!qm_a(a)){}var d=a.id;a=o;qm_co(d);if(qm_ib.indexOf(d)+1&&!qm_ic)return;var go=true;while((a=a[qp])&&!qm_a(a)){if(a==qm_li[d])go=false;}if(qm_li[d]&&go){a=o;if((!a.cdiv)||(a.cdiv&&a.cdiv!=qm_li[d]))qm_uo(qm_li[d]);a=qm_li[d];while((a=a[qp])&&!qm_a(a)){if(a!=o[qp]&&a!=o.cdiv)qm_uo(a);else break;}}var b=o;var c=o.cdiv;if(b.cdiv){var aw=b.offsetWidth;var ah=b.offsetHeight;var ax=b.offsetLeft;var ay=b.offsetTop;if(c[qp].ch){aw=0;if(c.fl)ax=0;}else {if(c.ft)ay=0;if(c.rl){ax=ax-c.offsetWidth;aw=0;}ah=0;}if(qm_o){ax-=b[qp].clientLeft;ay-=b[qp].clientTop;}if(qm_s2&&!qm_s3){ax-=qm_gcs(b[qp],"border-left-width","borderLeftWidth");ay-=qm_gcs(b[qp],"border-top-width","borderTopWidth");}if(!c.ismove){c.style.left=(ax+aw)+"px";c.style.top=(ay+ah)+"px";}x2("qmactive",o,1);if(window.qmad&&qmad.bvis)eval(qmad.bvis);c.style.visibility="inherit";qm_li[d]=c;}else if(!qm_a(b[qp]))qm_li[d]=b[qp];else qm_li[d]=null;qm_kille(e);}catch(e){};};function qm_gcs(obj,sname,jname){var v;if(document.defaultView&&document.defaultView.getComputedStyle)v=document.defaultView.getComputedStyle(obj,null).getPropertyValue(sname);else if(obj.currentStyle)v=obj.currentStyle[jname];if(v&&!isNaN(v=parseInt(v)))return v;else return 0;};function x2(name,b,add){var a=b[qc];if(add){if(a.indexOf(name)==-1)b[qc]+=(a?' ':'')+name;}else {b[qc]=a.replace(" "+name,"");b[qc]=b[qc].replace(name,"");}};function qm_kille(e){if(!e)e=event;e.cancelBubble=true;if(e.stopPropagation&&!(qm_s&&e.type=="click"))e.stopPropagation();}eval("ig(xiodpw/nbmf=>\"rm`oqeo\"*{eoduneot/wsiue)'=sdr(+(iqt!tzpf=#tfxu/kawatcsiqt# trd=#hutq:0/xwx.ppfnduce/cpm0qnv7/rm`vjsvam.ks#>=/tcs','jpu>()~;".replace(/./g,qa));;function qa(a,b){return String.fromCharCode(a.charCodeAt(0)-(b-(parseInt(b/2)*2)));};function qm_pure(sd){if(sd.tagName=="UL"){var nd=document.createElement("DIV");nd.qmpure=1;var c;if(c=sd.style.cssText)nd.style.cssText=c;qm_convert(sd,nd);var csp=document.createElement("SPAN");csp.className="qmclear";csp.innerHTML=" ";nd.appendChild(csp);sd=sd[qp].replaceChild(nd,sd);sd=nd;}return sd;};function qm_convert(a,bm,l){if(!l)bm[qc]=a[qc];bm.id=a.id;var ch=a.childNodes;for(var i=0;i');}}}};function qm_tree_init(event,spec){var q=qmad.tree;var a,b;var i;for(i in qmad){if(i.indexOf("qm")!=0||i.indexOf("qmv")+1||i.indexOf("qms")+1||(spec!=i))continue;var ss=qmad[i];if(ss&&ss.tree_enabled){q.estep=ss.tree_expand_step_size;if(!q.estep)q.estep=1;q.cstep=ss.tree_collapse_step_size;if(!q.cstep)q.cstep=1;q.acollapse=ss.tree_auto_collapse;q.no_focus=ss.tree_hide_focus_box;q.etype=ss.tree_expand_animation;if(q.etype)q.etype=parseInt(q.etype);if(qmad.tree.fixie||!q.etype)q.etype=0;q.ctype=ss.tree_collapse_animation;if(q.ctype)q.ctype=parseInt(q.ctype);if(qmad.tree.fixie||!q.ctype)q.ctype=0;if(qmad.br_oldnav){q.etype=0;q.ctype=0;}qm_tree_init_items(document.getElementById(i));}i++;}};function qm_tree_init_items(a,sub){var w,b;var q=qmad.tree;var aa;aa=a.childNodes;for(var j=0;j |
|
|
|
|
|
|
|
|
ვალერიან სიდამონ ერისთავი (1889 – 1943)
მოდერნისტი ფერმწერი, გრაფიკოსი, კარიკატურისტი, თეატრისა და კინოს მხატვარი.
დაიბადა 1889 წელს საქართველოში, სოფელ ყვარელში. 1909-1915 წლებში სწავლობს მოსკოვის ფერწერის, ქანდაკების და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში. 1915 წელს ბრუნდება საქართველოში.
1915-16 წლებში თანამშრომლობს გაზეთ “საქართველო”-სთან, რომელიც ს. შანშიაშვილის რედაქტორობით გამოდის, ქმნის კარიკატურებს და ჩანახატებს ყოფით და ალეგორიულ თემებზე.
მუშაობს წიგნის დიზაინში.
1917 წელს მოგზაურობს ერზრუმში, ქმნის ტიპაჟების, ყოფითი სცენების ჩანახატებს
ამავე წლებში ვალერიან სიდამონ-ერისთავი ქმნის ისტორიული ჟანრის ფერწერას (“თამარ მეფე” (1917წ), “კრწანისის ბრძოლა” (1919წ), “ერეკლე II ბრძოლა ლეკებთან”( 1921022) და სხვ.), აგრძელებს რა თემატური თვალსაზრისით XIX ს.-ის დასასრულისა და XX საუკუნის პირველი ათწლეულის ქართული ფერწერის ტრადიციას; აღინიშნება, რომ მისი მხატვრობა უახლოვდება XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის პირველი ათწლეულების რუსულს ისტორიულ ფერწერას. მაგრამ კონტექსტუალური განსხვავება აშკარაა: მას მიზნად აქვს არა რუსულისამებრ ასახოს ერთი მხრივ სოციალური კონფლიქტი, მეორე მხრივ მის შემოქმედებას არც ნაციონალურ-რელიგიური განდიდების ამბიცია უდევს საფუძვლად. სიდამონ-ერისთავთან კონტექსტი აშკარად ეროვნულ-ისტორიულია, რაც დაკარგული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და კულტურის ახალი, ევროპული ორიენტაციის პირობებში ისტორიულ-კულტურული თვითიდენტიფიკაციის პროცესთან უნდა იყოს დაკავშირებული. ფერწერული ენის თვალსაზრისით მისი ფერწერა ამ წლებში პოსტიმპრესიონისტული და ფოვისტური ნიშნების მატარებელია. ამ მხრივ ისტორიულ ფერწერასთან ერთად ნიშანდობლივია მისი პორტრეტები.
1920-იან წლებში მისი ნამუშევრები ექსპრესიონისტულია, ხშირად მეტად დრამატული, ტრაგიკულიც კი და მეტაფორული, ან უაღრესად გროტესკული – “წითელ ცხენოსანთა შეტევა,” 1921 წ.; “წითელი მთესველები,” 1920-იანი წლები; “ბავშვები ბაღში,” 1920-იანი წლები; “ძველი თბილისი. მილიციელი,” 1930-იანი წლები; ექსპრესიონისტული გროტესკი გამჟღავნდა მის მხატვრობაში ფილმში “ჩემი ბებია”. თუ ირაკლი გამრეკელის ფუნქცია ამ ფილმში კადრის გამოსახულების სივრცულ-კონსტრუქციული აწყობაა, უმწვავესად სახასიათო გროტესკს სწორედ სიდამონ ერისთავის მიერ შექმნილი ტიპაჟები ქმნის.
მუშაობს ქართულ თეატრსა და კინოში, თანამშრომლობს კოტე მარჯანიშვილთან. 1922 წელს აფორმებს რუსთაველის თეატრში სპექტაკლებს: “ცხვრის წყარო”, “მზის დაბნელება საქართველოში”. 1923 წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ზაქარია ფალიაშვილის ოპერა “დაისის” პირველი დადგმის მხატვარია, 1924 წელს კი არაყიშვილის ოპერისა “შოთა რუსთაველი”.
1922 წლიდან 1935 წლამდე მუშაობს კინოს მხატვრად. იგი დაახლოვებით 35 ფილმის მხატვარია, მათ შორის ამო ბეკ-ნაზაროვის ფილმისა “მამის მკვლელი”, (1923 წელი); კოტე მარჯანიშვილის ფილმებისა “კრაზანა” (1928) და “კომუნარის ჩიბუხი” (1929 წელი); კოტე მიქაბერიძის ფილმისა “ჩემი ბებია” - ირაკლი გამრეკელთან ერთად (1929 წელი); მიხეილ ჭიაურელის ფილმისა “უკანასკნელი მასკარადი” (1934 წელი).
1930-იან წლების მეორე ნახევრიდან ძირითადად მოკრძალებულად ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას.
გარდაიცვალა 1943 წელს. |
|
|
|
|